Thumbnail
  • ქართველი კალათბურთელის ცსკა გომელსკის თასის მოსაპოვებლად იბრძვის
  • ნახევარფინალში თორნიკე შენგელიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა

თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ალეკსანდრ გომელსკის თასის ნახევარფინალში დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა და დღეს, ტიტულისთვის იბრძოლებს.

თორნიკე შენგელია МБА-სთან მატჩში

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველი ვერსიით, ოთხთა ტურნირში მონაწილეობა ევროპული კალათბურთის გრანდებს უნდა მიეღოთ, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო, მათ მოსკოვში ჩასვლისგან თავი შეიკავეს, ამდენად, შეჯიბრში მხოლოდ რუსული კლუბები ჩაერთვნენ.

ნახევარფინალში ქართველი ლეგიონერმა და მისმა თანაგუნდელებმა მოსკოვისვე МБА 106:59 გაანადგურა, ცსკა-ს II გუნდმა კი პერმის პარმასთან 75:87 წააგო.

შენგელია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა, ვინაიდან მთავარმა მწვრთმელმა დიმიტრის იტუდისმა ყველა კალათბურთელი საკმაოდ დატვირთა, მოედანზე მხოლოდ 15:29 წუთი გაატარა.

საბოლოო ჯამში, თორნიკეს მონაგარი 10 ქულა და 3 მოხსნა იყო. მან 4-დან 3 ორქულიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ. დღეს, ცსკა ფინალურ მატჩს პარმას წინააღმდეგ ჩაატარებს და უდიდესი ალბათობით, გომელსკის თასის მფლობელი კიდევ ერთხელ გახდება.

კომენტარები

ბოლო ამბები