Thumbnail
  • აბურჯანიას ოვიედოში ტრანსფერს მხოლოდ ფორმალური დასტური აკლია
  • 25 წლის ნახევარმცველი ესპანეთში ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

გიორგი აბურჯანია ესპანეთში ჩავიდა, ოვიედოში სამედიცინო შემოწმება გაიარა და ივარჯიშა კიდეც. თუმცა, განცალკევებით, კიდევ ერთ ახალწვეულ გუსტავო ლესჩუკთან ერთად. 25 წლის ქართველი ნახევარმცველი კორონავირუსის ტესტირების პასუხს ელოდება და გუნდთან ერთად ვარჯიშის უფლებას ამის შემდეგ მიიღებს. ამის შესახებ rtpa.es-ი იტყობინება.

აბურჯანიამ ტვენტესთან საიჯარო კონტრაქტი გაწყვიტა და ესპანეთში დაბრუნდა, სადაც ის 2016-2019 წლებში ჯერ ხიმნასტიკის, შემდეგ სევილიას მეორე გუნდისა და ბოლოს, ლუგოს ღირსებას იცავდა. ოვიედოს მხრიდან ტრანსფერის ოფიციალურ დადასტურებას სულ მალე ელოდებიან.

ჯერჯერობით უცნობია კონტრაქტის დეტალები, მაგრამ ესპანური მედიის ცნობით, ხელშეკრულება მრავალწლიანი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ გიორგის სატრანსფერო უფლებები სევილიას აღარ ეკუთვნის.

გიორგი აბურჯანია ოვიედოს ბაზაზე

ოვიედო ლა ლიგა 2-ში თამაშობს და სეზონის პირველ მატჩს 19 სექტემბერს, მირანდესთან სტუმრად ჩაატარებს, მაგრამ ქართველი ფეხბურთელი ამ დაპირისპირებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

გიორგი აბურჯანიამ ტვენტეში 2018/19 წლების სეზონში 19-ჯერ ითამაშა და 2 გოლი გაიტანა, მანამდე კი კონკრეტულად ესპანეთში, ლუგოს (16 თამაში, 1 გოლი), სევილია II-სა (35 თამაში, 0 გოლი) და ხიმნასტიკის მაისურით (16 თამაში, 2 გოლი) ირჯებოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები