Thumbnail

ევროპალიგის III საკვალიფიკაციო წრეში თბილისის ლოკომოტივმა სენსაციურად დაამარცხა მოსკოვის დინამო 2:1 და შემდეგ წრეში გავიდა. ამ მარცხს რუსეთში დიდი გამოხმაურება ჰქონდა - საკუთარი მოსაზრება გამოთქვა ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა ომარ თეთრაძემ. 

ТАСС-თან საუბარში ომარ თეთრაძემ თქვა: "ასე, ყოველგვარი ჟინის გარეშე მოედანზე გასვლა და თამაში არ შეიძლება ამ დონის ფეხბურთელებისთვის. მხოლოდ ბოლო 10 წუთი გაინძრა გუნდი, რატომ არ შეიძლებოდა თავიდანვე ასე თამაში? აი, ამიტომაც დავისაჯეთ. არ იყო არც სიჩქარეები, არც კრეატივი, მეტოქე ახერხებდა გადაწყობას - ჟინის გარეშე ვითამაშეთ და წავაგეთ კიდეც, დასანანია".

📺 ლოკომოტივი V დინამო მოსკოვი [მიმოხილვა]

შეგახსენებთ, რომ ომარ თეთრაძე 50 წლის სპეციალისტია. პროფესიული კარიერა მან დინამო თბილისში დაიწყო, შემდეგ იყო მერცხალი, მოსკოვის დინამო, ალანია, რომა, პაოკ, ანჟი და კრილია სოვეტოვ. მას საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ნაკრებებში უთამაშია. ბოლოს ყაზახურ ტობოლს წვრთნიდა, საიდანაც 2017 წელს გაუშვეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები