Thumbnail

ლოკომ მოსკოვის დინამოსთან გამარჯვება ერთიანობისათვის მებრძოლ გმირებს მიუძღვნა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

თბილისის ლოკომოტივი მოსკოვის დინამოსთან გამარჯვებას საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლ გმირებს უძღვნის - ამის შესახებ ქართული კლუბის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ.

“ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული თქვენგანისთვის. ამ გამარჯვებას ქვეყნის ერთიანობისთვის მებრძოლ გმირებს ვუძღვნით” - წერია პოსტში და თბილისური კლუბი მადლობას უხდის ყველას მხარდაჭერისთვის.

თბილისის ლოკომოტივმა ევროპალიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსკოვის დინამო 2:1 დაამარცხა. გიორგი ჭიაბრიშვილის მიერ გაწვრთნილი გუნდი მომდევნო ეტაპზე ესპანურ გრანადას შეხვდება. მატჩი 28 სექტემბერს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები