- ლოკომოტივი თბილისი 2:1 დინამო მოსკოვი
- III საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბი ესპანურ გრანადას ესტუმრება
- 'ვამაყობ, რომ ხალხი გავახარეთ' - რა თქვა ჭიაბრიშვილმა მატჩის შემდეგ
- 'მოსკოვში დაბრუნების არ შერცხვებათ'? - რას წერენ რუსები მატჩის შემდეგ
- დინამოს მწვრთნელი: ამაზე ლაპარაკი სისულელეა, ლოკოს სერიოზულად ვუყურებდი
- გაბედავას გოლი ბოლო წამზე - დინამო თბილისი მესამე ეტაპზე გავიდა
ევროპალიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის ლოკომოტივმა მოსკოვის დინამოს უმასპინძლა და სენსაციურად, 2:1 დაამარცხა. შემდეგ ეტაპზე ქართული კლუბი ესპანურ გრანადას შეხვდება, მატჩი 24 სექტემბერს გაიმართება.
სტუმართა უპირატესობა პირველი ტაიმის მეორე ნახევრიდან გამოიკვეთა, თუმცა მათ მხოლოდ ერთი აშკარა საგოლე მომენტი ჰქონდათ, რომელიც მამარდაშვილის კარში სახიფათო საჯარიმოს მოჰყვა. ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
54-ე წუთზე გაბაძემ მარჯვენა ფლანგზე კირკიტაძე მოძებნა, რომლის ჩაწოდებულსაც შუნინი ცუდად შეწვდა, პირველი ბურთთან ირაკლი სიხარულიძე აღმოჩნდა და ფორვარდმა ანგარიში გახსნა. მალევე სამურკასოვს შეეძლო გატანა, მაგრამ შუნინი ბოლო მომენტში ფეხით შეწვდა ბურთს და დინამო გადაარჩინა.
76-ე წუთზე შონიას დარტყმული მეკარემ ცუდად მოიგერია და შეცვლაზე შესულმა მამია გავაშელიშვილმა სტუმართა კარში მეორე გოლი გაიტანა.
84-ე წუთზე ლოკომოტივი აშკარა გოლისგან მამარდაშვილმა იხსნა, რომელმაც უსწრაფერი რეაქცია გამოავლინა ორდეცის თავურზე. 89-ე წუთზე შონიამ მეტოქე საჯარიმოში წააქცია და კომლიჩენკომ პენალტი გაიტანა. ლოკომოტივმა სტუმართა ბოლო იერიშებსაც გაუძლო და ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.
📺 ლოკომოტივი V დინამო მოსკოვი [მიმოხილვა]
ლოკომოტივი თბილისი 2:1 დინამო მოსკოვი
გოლები: 1:0 სიხარულიძე (54), 2:0 გავაშელიშვილი (76), 2:1 კომლიჩენკო (89-პენ)
ლოკომოტივი (4-3-3): მამარდაშვილი - გაბაძე, სანდოხაძე, გურეშიძე, უბილავა - სამურკასოვი (62. ძებნიაური), შონია, დარცმელია - კირკიტაძე (83. კობახიძე), სიხარულიძე, იმრან უმარი (65. გავაშელიშვილი)
დინამო (4-2-3-1): შუნინი - პარშივლიუკი, ევგენიევი, ორდეცი, სკოპინცევი (46. მოროზოვი) - ფომინი, კაბორე - შიმანსკი, ფილიპი (69. სლაი), ნ'ჯიე (61. ლისოვი) - კომლიჩენკო
კომენტარები