Thumbnail

გაბედავას გოლი ბოლო წამზე - დინამო თბილისი მესამე ეტაპზე გავიდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

დინამო თბილისმა ევროპალიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა რექსემში უელსის ჩემპიონი კონაჰი მძიმე ბრძოლაში, 1:0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გასვლა მოახერხა.

მატჩი საკმაოდ მოსაწყენი სანახავი გამოვიდა, საგოლე მომენტები თითქმის არ იქმნებოდა. 24-ე წუთზე დინამოს დაწინაურება შეეძლო, მაგრამ ბაქარ ქარდავას შორეული დარტყმა ძელს მოხვდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ერთადერთი რეალური საგოლე შანსი, რომელიც ჩისკოს გუნდმა მთელი თამაშის განმავლობაში შექმნა.

მეორე ტაიმში დინამო ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ საგოლე მომენტების შექმნას ვერ ახერხებდა. ყველაფერი დამატებითი დროის დანიშვნას მოასწავებდა, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო წუთზე პერნამბუკომ შესანიშნავად ითამაშა და პენალტი მოიპოვა, რომელიც გიორგი გაბედავამ გაიტანა.

მსაჯს თამაში აღარ განუახლებია - პენალტის გატანისთანავე მატჩი დასრულდა და დინამო თბილისმა ევროპალიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც ფარერების საფეხბურთო კლუბ კლაკსვიკს დაუპირისპირდება.

კონაჰი 0:1 დინამო თბილისი

გოლი: 0:1 გაბედავა (97-პენ)

კონაჰი (4-3-3): ბრასი - დევისი, დისნეი, ფარქუჰარსონი, რობერტსი, ედვარდსი, ოუენი, დული - პული, ინსოლი (86. ვილიამსი), ოუენსი

დინამო თბილისი (4-2-3-1): კვასხვაძე - იაშვილი, ბენიო, კობოური, ქიმაძე - პაპავა, ქარდავა - ორშულა (59. პარამბუკო), ზარია (80. კაპანაძე), ქავთარაძე (90.კლოსტერი) - გაბედავა

კომენტარები

ბოლო ამბები