Thumbnail
  • გიორგი ქვილითაია კვიპროსულ კლუბში იჯარით ითამაშებს
  • 26 წლის ქართველს 23-ნომრიანი მაისურა გადასცეს

გიორგი ქვილითაია ფამაგუსტას ანორთოსისის ფეხბურთელია - კვიპროსელთა ვებგვერდმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი თემურ ქეცბაიას გუნდში 1-წლიანი იჯარით ითამაშებს.

26 წლის ფორვარდი ანორთოსისის ღირსებას 23-ნომრიანი მაისურით დაიცავს. ის ნიკა კაჭარავას პოტენციურ შემცვლელად მოიაზრება, რომელიც ცოტა ხნის წინ პოზნანის ლეხში გადავიდა. ანორთოსისში ქვილითაია გიორგი ლორიას, თორნიკე ოქრიაშვილისა და ბუბა დაუშვილის შემდეგ მე-4 ქართველი ფეხბურთელია.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. ვფიქრობ, ჩემთვის ადაპტირება ადვილი იქნება, რადგან გუნდში ქართველი ფეხბურთელები და მწვრთნელი არიან. იმედი მაქვს, რომ სეზონი ანორთოსისთვის და ჩემთვისაც კარგი იქნება," - განაცხადა ქვილითაიამ წარდგენისას და დასძინა: "ვიცი, რომ ანორთოსისი კვიპროსის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ყოველთვის ჩემპიონობას ცდილობს. წელს შეგვიძლია ტიტულის მოგება. ვიცი, რომ აქტიური გულშემატკივრები გვყავს და ველოდები ანორთოსის თამაშზე მათთან შეხვედრას".

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქვილითაია 2018 წლიდან ბელგიური გენტში თამაშობდა, სადაც 46 შეხვედრაში მხოლოდ 7 გოლი გაიტანა, ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა და გუნდი დატოვა. კარიერის განმავლობაში ქვილითაიას სასკოს, უნგრული გიორის, დილას, დინამო თბილისისა და ვენის რაპიდის რიგებში უთამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები