Thumbnail

0:37 გერმანულ ლიგაში - შიშით მეტოქეს არ ეკარებოდნენ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • რიპდორფელები ჰოლდენშედტს სოციალური დისტანცირების წესებით ეთამაშნენ
  • მოწინააღმდეგემ ფეირ პლეის წესები არაფრად ჩააგდო და საოცარი ანგარიშით მოიგო

გერმანიის სამოყვარულო ლიგაში უცნაური მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთ-ერთი გუნდის ფეხბურთელები სოციალური დისტანცირებას იცავდნენ და გასაკვირი არაა, რომ 0:37 წააგეს.

შეხვედრა გერმანიის რანგით მე-11 ლიგის (Lower Saxony's 3. Kreisklasse) ეგიდით შედგა და ჩაშლის პირას იყო, რადგანაც ერთ-ერთი მონაწილის - ჰოლდენშედტის ფეხბურთელებს კოვიდინფიცირებულთან კონტაქტი დაუდგინდათ. ამის გამო, მეტოქე გუნდი რიპდორფ-მოლცენი თამაშის გადადებას ითხოვდა, თუმცა, საწადელს ვერ მიაღწია და რადგანაც მინდორზე გაუსვლელობის შემთხვევაში, სოლიდური ჯარიმა ელოდა, სტადიონზე მაინც გამოცხადდა.

სხვა საქმეა, რომ რიპდორფ-მოლცენის მოთამაშეებმა მომხდარის გაპროტესტება გადაწყვიტეს და ინფიცირების შიშით, მეტოქე ფეხბურთელებს ახლოსაც არ ეკარებოდნენ. ამ ფონზე ჰოლდენშედტელებმა ფეირ პლეის წესები დაივიწყეს და მეტოქეს, რომელიც წინააღმდეგობას არ უწევდა, 37 უპასუხო გოლი გაუტანეს.

კომენტარები

ბოლო ამბები