Thumbnail
  • როგორც ირკვევა, გარეთ ბეილის ტოტენჰემში ტრანსფერი გადაწყვეტილია
  • ‘დეილი მეილის’ ინფორმაციით, მისი ხელფასის ნაწილს რეალ მადრიდი გადაიხდის

გარეთ ბეილის და მადრიდის რეალის ტანჯვა დასასრულს უახლოვდება - უელსელი ვარსკვლავის ტოტენჰემში დაბრუნება ფაქტობრივად გადაწყვეტილი ამბავია. ყოველ შემთხვევაში, ამას წერს ‘დეილი მეილი’.

გამოცემაში ვკითხულობთ, რომ უელსელი ოთხშაბათს ერთწლიან იჯარას დათანხმდა, რაც მას 14 მილიონ ევროზე მეტს მოუტანს. ამ თანხიდან ნაწილს მას ისევ რეალი გადაუხდის. მიუხედავად ამისა, მადრიდული კლუბისთვის ეს ფინანსურად მომგებიანია, რადგან აქტუალური კონტრაქტის მიხედვით რეალს ბეილისთვის დაახლოებით 30 მილიონი უნდა გადაეხადა. და ეს იმ დროს, როცა ზინედინ ზიდანს ბეილი არ სჭირდება.

უელსელის მრჩეველი ოთხშაბათს ნაშუადღევს AFP-სთან აცხადებდა, რომ ბეილი ტოტენჰემში დაბრუნებასთან ახლოს იყო. ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოაცხადებს ტოტენჰემი ტრანსფერს ოფიციალურად.

გარეთ ბეილის დაბრუნებით სპურსის მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს სურვილი შესრულდება. პორტუგალიელმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ რეალში მუშაობისას ოცნებობდა ბეილზე. “ეს საიდუმლო არ არის და ეს გარეთმაც იცის,” - თქვა ჟოზემ. უელსელი მადრიდულ გრანდში მაშინ გადავიდა, როცა მოურინიო გუნდის მწვრთნელი აღარ იყო.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, ზინედინ ზიდანმა 31 წლის გარეთ ბეილი 12 მატჩში მხოლოდ 48 წუთი ათამაშა. უელსელი ფეხბურთელის გუნდში დატოვება რეალს არცერთ შემთხვევაში აღარ აწყობს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები