Thumbnail

ძელი და გოლი - ვაკო ყაზაიშვილმა სან ხოსეს ქულა გადაურჩინა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • გურამ კაშიას და ვაკო ყაზაიშვილის გუნდმა პორტლენდთან ფრე ითამაშა
  • სან ხოსე 11 ტურის შემდეგ დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზეა

რომ არა ვაკო ყაზაიშვილის გოლი, ბოლო ადგილზე მყოფი სან ხოსე კიდევ ერთ თამაშს წააგებდა...

MLS-ის მე-11 ტურის მატჩში გურამ კაშიას და ვაკო ყაზაიშვილის გუნდმა პორტლენდს უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. მოპოვებული ქულა კალიფორნიელთა ქართველი შემტევის, ვაკო ყაზაიშვილის დამსახურებაა - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ანგარიში 76-ე წუთზე გაათანაბრა. აღსანიშნავია, რომ ვაკოს გოლის ჩასათვლელად VAR გახდა საჭირო. გამეორებაზე ნათლად ჩანდა, რომ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა.

ყაზაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, გურამ კაშია კი განაცხადში არ ყოფილა. ვაკო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღსანიშნავია, რომ მას პირველად ტაიმშიც შეეძლო გატანა, მაგრამ ეფექტური დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოარტყა. 11 ტურის შემდეგ სან ხოსეს 11 ქულა აქვს და დასავლეთ კონფერენციაში ბოლო, მე-12 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები