Thumbnail

ეპიდემია კონაჰში - დინამო თბილისის ევროპალიგის მატჩი კინაღამ ჩაიშალა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

17 სექტემბერს (21:00) დინამო თბილისი ევროპალიგის II საკვალიფიკაციო წრეში უელსურ კონაჰს ესტუმრება. ეს თამაში ქალაქ რექსემში გაიამრთება. მასპინძლებს მატჩის წინ სერიოზული პრობლემა აქვთ - სულ 14 ფეხბურთელია ჯანმრთელი. მიზეზი, რა თქმა უნდა, კორონავირუსია.

გამოკითხვა

ვინ გავა მომდევნო ეტაპზე?

  • კონაჰი
  • დინამო თბილისი

კონაჰ'ს ქეი ნომადსის ოფიციალური განცხადების მიხედვით, სამშაბათს კლუბში სავალდებულო COVID-19 ტესტირება ჩატარდა, რომლის შედეგებიც ოთხშაბათს გახდა ცნობილი. გუნდის 3 ფეხბურთელს ტესტზე დადებითი პასუხი მოუვიდა, ერთს კი ვირუსის სიმპტომები გამოუვლინდა. ეს ფეხბურთელები მაშინვე თვითიზოლაციაში გადაიყვანეს, მათი თამაში დინამოსთან გამორიცხულია.

კონაჰის ხელმძღვანელობას უეფას წარმომადგენლობასთან კონსულტაცია დასჭირდა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ თამაში მაინც ჩატარდება. "უელსის ჩემპიონისთვის უმძიმესი ამოცანა იქნება 14 ჯანმრთელი ფეხბურთელით საქართველოს ჩემპიონს დაუპირისპირდეს, მაგრამ ჩვენ ვცდით და ყველაფერს გავიღებთ ამ თამაშში", - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში. 

გამოკითხვა

რამდენ გოლს გაიტანს დინამო?

  • 1,5-ზე ნაკლებს
  • 1,5-ზე მეტს

კლუბი ისედაც რთულ სიტუაციაში იყო, რადგან რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმირებულია, მათ შორის გუნდის ლიდერები ჯორჯ ჰორანი და აერონ ედვარდსი. 

კომენტარები

ბოლო ამბები