Thumbnail
  • ტენერიფე 62:54 (სერია 2:1) ოსტენდე 
  • გიორგი შერმადინი: 9 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების წლების სეზონი 190-დღიანი პაუზის (!) შემდეგ განახლდა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო იყო შეწყვეტილი.

გიორგი შერმადინის ტენერიფემ 1/8 ფინალში ბოლოს 10 მარტს ითამაშა, როცა ბელგიურ ოსტენდესთან დამარცხდა და ანგარიში სერიაში გათანაბრდა - 1:1. გადამწყვეტი ბრძოლა კი საოცრად დიდი პაუზის შემდეგ კანარის კუნძულებზე გაიმართა და ესპანური კლუბის გამარჯვებით დასრულდა - 62:54. გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის რვათა ფინალშია.

საქართველოს ნაკრების ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო. მან 23:23 წუთი ითამაშა და გუნდს 9 ქულა მოუტანა (2/7 თამაშიდან, 5/6 საჯარიმოს ხაზიდან). გიორგიმ 10 მოხსნაც მიითვალა (4 მეტოქის ფარზე). ასე რომ, მას ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა. +18 პლუს-მინუს კოეფიციენტით ის ორივე გუნდში საუკეთესო იყო. მარგი ქმედების კოეფიციენტით (+12) კი მხოლოდ ტაილერ კავანოს ჩამორჩა. გიორგის ანგარიშზეა 3 პასი და 1 ჩაჭრა, მაგრამ 5 დაკარგვაც. 

ფინალური რვის ტურნირი ათენში 30 სექტემბერს დაიწყება და 4 ოქტომბრამდე გასტანს. 

კომენტარები

ბოლო ამბები