Thumbnail

'ეს პრობლემა არ იქნება' - სლუცკის კომენტარი კვარაცხელიას მდგომარეობაზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • რუბინის მწვრთნელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
  • ლეონიდ სლუცკის თქმით, ხვიჩას დამცავი ნიღბით თამაში შეუძლია

რუბინის მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. ყაზანელებმა რუსეთის თასზე ჩერნომორეცი ანგარიშით 4:2, ქართველი შემტევის გარეშე დაამარცხეს, სლუცკის კი მატჩის შემდეგ ხვიჩაზე შეკითხვები დაუსვეს.

თავდაპირველად რუს სპეციალისტს ჰკითხეს, მოახერხებენ თუ არა თამაშს რუსეთის პრემიერლიგის უახლოეს ტურში მოსკოვის სპარტაკთან ხვიჩა, დიუპინი და ურემოვიჩი. 

"რამდენად არიან სპარტაკთან სათამაშოდ მზად, ეს ცოტა მოგვიანებით გაირკვევა. მაგრამ გეტყვით, რომ თითოეულ მათგანს ამის შანსი აქვს", - თქვა რუსმა სპეციალისტმა.

მეორე შეკითხვა კონკრეტულად კვარაცხელიას ეხებოდა - აქვს თუ არა 19 წლის ქართველს ცხვირი გატეხილი?

"უფრო მნიშვნელოვანია, როგორც გრძნობს ის თავს. ნებისმიერ შემთხვევაში, მას დამცავი ნიღაბი აქვს და ეს პრობლემა არ იქნება", - აღნიშნა სლუცკიმ.

კვარაცხელია დამცავი ნიღბით გასულ სეზონშიც თამაშობდა

ხვიჩა კვარაცხელია 13 სექტემბერს, მოსკოვის დინამოსთან მატჩში დაშავდა. ქართველმა ნახევარმცველმა ტვინის შერყევა მიიღო და ცხვირი დაიზიანა. თუმცა, როგორც ჩანს, სერიოზული არაფერია და სპარტაკთან მომავალ შეხვედრაში კვარაცხელიას თამაშის შანსი არსებობს.

კომენტარები

ბოლო ამბები