Thumbnail

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა შელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი. დაჭრილი მორაგბე საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

1969 წელს დაბადებულ ბესელიას ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.

რამაზ ხარაზიშვილი კლუბ "იუნკრების" კაპიტანია. ამავდროულად, ის ახლახან შექმნილი რაგბის საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი აქტიური წევრიცაა. ჯგუფი დღეს "მზიურის" ტერიტორიაზე შეიკრიბა საქართველოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ დეტალებზე სასაუბროდ. 

კომენტარები

ბოლო ამბები