Thumbnail

რამდენი გაუცდება გიორგი ჩაკვეტაძეს - ბელგიური მედიის ახალი პროგნოზი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • გენტის 21 წლის ნახევარმცველის ტრავმა შესაძლოა არცთუ ისე სერიოზულია
  • ბელგიური მედია გიორგის გამოჯანმრთელების სავარაუდო დროს ასახელებს
  • გუნდის ექიმები ზუსტ დიაგნოზს ხუთშაბათს დასვამენ 

ბელგიური მედიის ინფორმაციით, გენტის ნახევარმცველის გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არ არის და 21 წლის ნახევარმცველს, დიდი ალბათობით, მხოლოდ ორი-სამი კვირა გაუცდება. საბოლოო დიაგნოზი 17 სექტემბერს უნდა დაისვას.

ჩაკვეტაძემ ტრავმა ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, ვენის რაპიდთან (2:1) მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. თავდაპირველად გამოითქვა ვარაუდი, რომ გიორგიმ აქილევსის მყესი გაიწყვიტა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ფეხბურთელისთვის სეზონი დასრულებული იქნებოდა (ტრავმის რეაბილიტაციას, უკეთეს შემთხვევაში, 6-8 თვე სჭირდება). 

საბედნიეროდ, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის ტრავმა ასეთი სერიოზული არ არის. ამის შესახებ nieuwsblad.be იუწყება, რომლის ცნობით, გიორგი მოედანს ორ-სამ კვირაში უნდა დაუბრუნდეს.

“წინასწარი დიაგნოზი აჩვენებს, რომ მას წვივისა და აქილევსის მყესის შეერთების ადგილზე მცირე დაზიანება აქვს, მაგრამ მისი უმექმედობა ორ-სამ კვირას გასტანს. საბოლოო პასუხი ხუთშაბათს იქნება”, - წერს საიტი.

📺 ჩაკვეტაძის ტრავმის ეპიზოდი

თუკი მოლოდინი გამართლდება, გიორგი ჩაკვეტაძემ მწყობრში ჩადგომა საქართველოს ნაკრების უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის უნდა მოასწროს, რისი იმედიც მცირეა, მაგრამ ის მაინც არსებობს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის ½-ფინალში, ვლადიმირ ვაისის გუნდი, 8 ოქტომბერს, თბილისში, ბელარუსის ნაკრებს უმასპინძლებს და წარმატების შემთხვევაში საგზურისთვის კოსოვო-ჩრდილოეთ მაკედონიის წყვილში მოგებულს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები