Thumbnail
  • მადრიდის ატლეტიკოს მწვრთნელის ყოფილმა თანაშემწემ საინტერესო განცხადება გააკეთა
  • ხერმან ბურგოსი ამბობს, რომ ის არასდროს გაწვრთნის რეალსა და ბარსელონას

მადრიდის ატლეტიკოში დიეგო სიმეონეს ყოფილი თანაშემწე, ხერმან ბურგოსი ამბობს, რომ მადრიდის რეალისა და ბარსელონას მწვრთნელი არასდროს გახდება. ის ამბობს, რომ მსგავსი ფაქტი მის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

''ჯერ ესპანეთში უნდა ვიმუშაო, რის შემდეგაც რივერ პლეიტში დავბრუნდები, მაგრამ რეალსა და ბარსელონაში არასდროს წავალ. ცხადია, რომ ბოკა ხუნიორსშიც არასდროს მივალ. ამ გუნდებს არასდროს გავწვრთნი, ეს ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება და სიტყვას ვერ დავარღვევ'', - განაცხადა ბურგოსმა.

ამ ზაფხულს ბურგოსს ალავესში დანიშვნას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ბასკურ გუნდში პაბლო მაჩინი მივიდა. ყოფილი მეკარე რივერ პლეიტში 5 წელი თამაშობდა, რის შემდეგაც ესპანეთში გადავიდა, სადაც მალიორკასა და ატლეტიკოში ითამაშა.

ბურგოსი და დიეგო სიმეონე მადრიდში 2011 წელს ჩავიდნენ და ერთად 9 წლის განმავლობაში მუშაობდნენ. ამ დუეტმა ერთად ლა ლიგა და ევროპალიგის 2 ტიტული მოიგო. გარდა ამისა, ''როხიბლანკომ'' რეალთან ჩემპიონთა ლიგის 2 ფინალიც წააგო.

კომენტარები

ბოლო ამბები