Thumbnail
  • ლესტერი ჯენგიზ უნდერის ტრანსფერს სულ მალე გააოფიციალურებს
  • გუნდები ტრანსფერის ბოლო დეტალებს აგვარებენ

ლესტერი ჯენგიზ უნდერის ტრანსფერის გაჩარხვასთან ახლოსაა. ინგლისური კლუბი თურქ ფეხბურთელს იჯარის წესით დაიმატებს, რის შემდეგაც მომავალი წლის ბოლოს მისი გამოსყიდვა მოუწევს.

უნდერი ზაფხულში ნაპოლიში გადადიოდა, თუმცა ლესტერმა რომას სარფიანი წინადადება შესთავაზა და ნეაპოლელებთან მოლაპარაკებები ჩაიშალა. La Stampa-ს ინფორმაციით, ჯენგიზის იჯარა 3 მილიონი ევრო დაჯდება, ხოლო სეზონის ბოლოს ლესტერი უნდერს 25 მილიონ ევრო გამოისყიდის, რომლის 20 პროცენტიც ბაშაქშეჰირის ბიუჯეტში გადაირიცხება. 

ჯენგიზი 2017 წლის ივლისში რომაში სწორედ ბაშაქშეჰირიდან გადავიდა. ''ჯალოროსომ'' სტამბოლურ გუნდს 14,25 მილიონი ევრო გადაუხადა. 23 წლის ფეხბურთელმა რომას რიგებში 88 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები