Thumbnail

იუვენტუსთან მოლაპარაკება ჩაიშალა - სუარესს სამი ვარიანტი დარჩა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლუის სუარესის ტრანსფერი ტურინის იუვენტუსში არ შედგება
  • ურუგვაელ ფეხბურთელს ატლეტიკო და პარი სენ-ჟერმენი ეპატიჟებიან

ბარსელონას შემტევი ლუის სუარესი ტურინის იუვენტუსში გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა ურუგვაელის ტრანსფერი ტურინულ გუნდში არ შედგა. მიუხედავად ამისა, ''ელ პისტოლეროს'' მსურველი გუნდები არ აკლია. სუარესის დამატების სურვილი მადრიდის ატლეტიკოსა და პარი სენ-ჟერმენს სურთ.

ლუისს სამი ვარიანტი აქვს: ბარსელონაში დარჩენა, ატლეტიკოში წასვლა ან პარიზში გამგზავრება. სუარესს დიეგო სიმეონე პირადად დაუკავშირდა და უთხრა, რომ მისი ატლეტიკოში ხილვა სურს, ხოლო პარიზიდან სუარესს ნეიმარი დაუკავშირდა, რომელსაც სურს, რომ ურუგვაელთან ერთად კიდევ ერთხელ ითამაშოს.

ესპანური პრესის ინფორმაციით, სუარესი ჯერჯერობით ბარსელონაში რჩება, მაგრამ ბედნიერი არაა. იმ შემთხვევაში თუ ატლეტიკო სუარესს დაითანხმებს, მას ალვარო მორატას ან დიეგო კოშტას გაშვება მოუწევს, რათა სუარესის სახელფასო მადა დააკმაყოფილონ.

კომენტარები

ბოლო ამბები