Thumbnail

გიორგი ჩაკვეტაძემ გენტის ჩემპიონთა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. დღეს ბელგიურ მედიაში დაიწერა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა შიშობს, რომ ქართველი ლეგიონერის ტრავმა სერიოზულია.

POPSPORT შეეცადა გაერკვია, როგორი სიმძიმისაა ჩაკვეტაძის ტრავმა. ფეხბურთელი ამ წუთებში MRI სკანირებას გადის, რომლის შედეგებიც მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუმცა აქილევსის მყესის გაწყვეტის ვარაუდს, რომელიც Het Nieuwsblad-მა გამოთქვა, არ იზიარებენ. კლუბში იმედოვნებენ, რომ ჩაკვეტაძის ტრავმა საერთოდ არ არის მძიმე. ერთი შეხედვით, გიორგის მუხლის ქვემოთ ჰემატომა (სისხლჩაქცევა) აქვს. 

📺 ჩაკვეტაძის ტრავმის ეპიზოდი

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ გენტში თამაშისას მუხლის მძიმე ტრავმის გამო, საერთო ჯამში 281 დღე გამოტოვა (2018/19 წლების სეზონში). 

კომენტარები

ბოლო ამბები