- გოლდენ სტეიტის თავკაცს გუნდში ორი ვეტერანის დამატება სურს
- 'ფაჩულიასთან ამის გაკეთება რთული იქნებოდა' - ვინ მოიგებდა ლეგენდათა მატჩში
გოლდენ სტეიტ უორიორსის თავკაცმა სტივ კერმა The Athletic-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ახალ სეზონში გუნდში ზაზა ფაჩულიას ტიპის კალათბურთელს ისურვებდა. The Athletic-ის ენტონი სლეიტერმა სტივ კერს 2020/21 წლების სეზონში გუნდის დაკომპლექტებაზე ჰკითხა:

სტივ კერი (გოლდენ სტეიტი): "ჩვენი სურვილია, რომ ახალი სეზონისთვის თავისუფალი აგენტებიდან გუნდში ერთი ან ორი გამოცდილი კალათბურთელი დავიმატოთ, მაგრამ ისიც არ ვიცი, არის თუ არა ეს შესაძლებელი. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენ გვინდა ზაზა ფაჩულია და დევიდ ვესტი თავისუფალი აგენტებიდან".
შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულიამ NBA-ს 16-წლიანი კარიერის ორი სეზონი გოლდენ სტეიტ უორიორსში გაატარა და გუნდი ორჯერვე ასოციაციის ჩემპიონი გახდა. ზაზა ამჟამად გოლდენ სტეიტში ბიზნეს და საკალათბურთო საქმეების კონსულტანტად მუშაობს.
კომენტარები