Thumbnail
  • უელსელი ფეხბურთელი შესაძლოა ტოტენჰემში დაბრუნდეს
  • შესაძლო ტრანსფერის შესახებ ჟოზე მოურინიომ ისაუბრა

გარეთ ბეილის აგენტის ჯონათან ბარნეტის თქმით, უელსელი ფეხბურთელი ახლოსაა ლონდონის ტოტენჰემში დაბრუნებასთან. 31 წლის ფეხბურთელს პრემიერლიგაში გადაბარგებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.

გავრცელებული ინფრომაციის თანახმად, მადრიდის რეალსა და ტოტენჰემს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ბეილი ლონდონურ კლუბში იჯარით უნდა წავიდეს, თუმცა ხელშეკრულება გაფორმებული ჯერ კიდევ არაა.

გარეთ ბეილის შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა "დეზების" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ. 

"ვცდილობდი, ის მადრიდის რეალში ყოფნის დროს დამემატებინა, მაგრამ იმხანად ეს შეუძლებელი იყო. თუმცა, პრეზიდენტი ჩემს ინსტინქტსა და ცოდნას ენდო და გარეთი მას შემდეგ მაინც მიიყვანა, რაც მე კლუბი დავტოვე. საიდუმლო არ არის, რომ აღფრთოვანებული ვარ ბეილით და ვფიქრობ, ამის შესახებ თავად გარეთმაც იცის", - განაცხადა მოურინიომ.

კომენტარები

ბოლო ამბები