Thumbnail

ჩემპიონთა ლიგის III საკვალიფიკაციო წრის მატჩში გიორგი ჩაკვეტაძის გენტმა 2:1 დაამარცხა ვენის რაპიდი, მაგრამ მე-60 წუთზე ქართველი ლეგიონერი მოედნიდან გასაყვანი გახდა - გიორგიმ დრიბლინგით გუნდისთვის პენალტი მოიპოვა, მაგრამ თავად დაშავდა.

ჩაკვეტაძე მოედნიდან ასე გაიყვანეს

Het Nieuwsblad წერს, რომ საქმე ცუდადაა - დიდი ალბათობით, ჩაკვეტაძისთვის სეზონი დასრულებულია. "გენტის ხელმძღვანელობა შიშობს, რომ ქართველს აქილევსის მყესი გაწყვეტილი აქვს, ეს კი ავტომატურად სეზონის დასრულებას ნიშნავს", - წერს Het Nieuwsblad.

"ეს დიდი დარტყმა იქნება გენტისთვის, ისევე, როგორც თავად ჩაკვეტაძისთვის, რომელსაც მძიმე ტრავმის გამო, გასულ წელს ისედაც ძალიან ბევრი გაუცდა", - წერს walfoot.be.

📺 ჩაკვეტაძის ტრავმის ეპიზოდი

კომენტარები

ბოლო ამბები