Thumbnail

დიბალას კონტრაქტი მზადაა! არგენტინელის ხელფასი იზრდება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • პაულო დიბალა ტურინის იუვენტუსში რჩება
  • გაძეტა დელო სპორტი მის ახალი კონტრაქტზე წერს

‘გაძეტა დელო სპორტის’ ინფორმაციით, უახლოეს მომავალში პაულო დიბალა იუვენტუსთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. გამოცემა წერს, რომ არგენტინელმა ტურინულ გრანდთან ახალი ხელშეკრულების დეტალები შეათანხმა. ‘გაძეტას’ ცნობით, კონტრაქტის გაგრძელების შემდეგ დიბალა წელიწადში 10 მილიონ ევროზე გაცილებით მეტს მიიღებს და იუვენტუსში კრიშტიანო რონალდოს შემდეგ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. შეგახსენებთ, რომ CR7-ის ხელფასი ახლა წელიწადში 59 მილიონი ევროა.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა ერთი წლისაც ახლოს იყო იტალიური კლუბის დატოვებასთან, მაგრამ მაშინ მისი მონდომებით და სურვილით გუნდში დარჩენა მოახერხა, იმის მიუხედავად, რომ იუვეს ის პრაქტიკულად გასხვისებული ჰყავდა. დიბალას ტურინულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.

გასულ სეზონში პაულო დიბალამ ყველა საკლუბო ტურნირის 46 მატჩში ითამაშა, გაიტანა 17 გოლი და მიითვალა 8 საგოლე პასი. ტურინის იუვენტუსმა მაურიციო სარისთან ერთად სერია A მოიგო, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში კი ლიონთან ორი მატჩის ჯამში დამარცხდა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები