Thumbnail
  • უელსელი ფეხბურთელი მოლაპარაკებას ტოტენჰემთან აწარმოებს
  • მადრიდის რეალს ის უკვე დიდი ხანია აღარ სჭირდება

მადრიდის რეალის უელსელი ნახევარმცველი გარეთ ბეილი, დიდი ალბათობით, კარიერას ლონდონუტ ტოტენჰემში განაგრძობს. ეს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს მოხდება.

31 წლის ფეხბურთელის აგენტის ჯონათან ბარნეტის განცხადებით, მის კლიენტს პრემიერლიგის კლუბში დაბრუნებამდე 1 ნაბიჯი აშორებს.

“რეალში ტრანსფერი ძალიან ახლოსაა, თუმცა, კონტრაქტი გაფორმებული არაა. ეს რთული გარიგებაა, რომელიც გარკვეულ დროს საჭიროებს”.

შეგახსენებთ, რომ უელსელი შემტევი ტოტენჰემის ღირსებას 2007-13 წლებში იცავდა, შემდეგ კი, დიდი იმედებით მადრიდულ გრანდში გადავიდა, თუმცა, ბოლო პერიოდია, მინდორზე გასვლა საერთოდ აღარ უწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები