Thumbnail
  • არგენტინელი მეკარე ბირმინგემულ კლუბში 4 წლით დარჩება
  • ემილიანო ვილა პარკზე ლონდონის არსენალიდან გადავიდა

ასტონ ვილამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ლონდონის არსენალის მეკარე ემილიანო მარტინესი "ვილა პარკზე" ითამაშებს. ამის შესახებ ინგლისურმა კლუბმა სოციალური ქსელის საშუალებით გამოაცხადა. სატრანსფერო თანხად 20 მილიონი ფუნტი სახელდება.

არგენტინელმა ფეხხბურთელმა ასტონ ვილასთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 28 წლის მეკარე ბირმინგემულ კლუბში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება. მას გუნდი პირველ მეკარედ განიხილავს.

ემილიანოს ტრანსფერის შესახებ ასტონ ვილას მთავარმა მწვრთნელმა დინ სმიტმა ისაუბრა. ინგლისელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ახალი ტრანსფერის განხორციელებით კმაყოფილია.

"ჩვენ ნამდვილად კმაყოფილი ვართ ჩვენი ახალი მეკარის, ემილიანო მარტინესის დამატებით. იგი მაღალი კლასის მოთამაშეა", - განაცხადა დინ სმიტმა. 

არსენალის დატოვების შემდეგ, ემილიანომ კლუბს სთხოვა, ბოლო ინტერვიუ ჩამოერთმიათ მისთვის, რადგან ის ემოცია და სიყვარული გაეზიარებინა ლონდონური კლუბის გულშემატკივრებისთვის, რომელსაც გრძნობს. 

"დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში ვგრძნობდი. ბოლო თვეებში მქონდა შესაძლებლობა, მეჩვენებინა არსენალის გულშემატკივრებისთვის, რისი გაკეთება შემიძლია. შეყვარებული ვარ ამ კლუბზე, ძალიან დიდი მადლობა არსენალს, რომელმაც საშუალება მომცა, ათი წლის განმავლობაში ვყოფილიყავი აქ და ჩემი შესაძლებლობები წარმომეჩინა. იმედი მაქვს, არსენალი ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდება და კიდევ ბევრ ტიტულს მოიგებს, რადგან კლუბი და ფანები ამას იმსახურებენ", - განაცხადა ემილიანომ.     

კომენტარები

ბოლო ამბები