Thumbnail
  • საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი რამაზ ხარაზიშვილი ფეხშია დაჭრილი
  • ამ დროისთვის საქართველოს რაგბის კავშირში სამართალდამცველები მუშაობენ

საქართველოს რაგბის კავშირის შენობაში დღეს სროლა იყო. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, თორნიკე გოგებაშვილმა დაუდასტურა. მისივე თქმით, დაჭრილია საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი.

"საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი რამაზ ხარაზიშვილი ფეხშია დაჭრილი. გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიცია გამოვიძახეთ და რაგბის კავშირის ყველა თანამშრომელი თანამშრომლობს პოლიციასთან“, – აღნიშნა თორნიკე გოგებაშვილმა.

რამაზ ხარაზიშვილი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელია

კითხვაზე, რას მოჰყვა ინციდენტი, გოგებაშვილმა აღნიშნა, რომ მომხდარი სხდომასთან დაკავშირებული არ ყოფილა. მისივე ცნობით, ხარაზიშვილს ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.

"სავარაუდოდ, ვიღაცასთან პირადი დაპირისპირება ჰქონდა. დანარჩენი მეთვითონაც არ ვიცი. ჭრილობა მიყენებული აქვს ფეხში და სავარაუდოდ, გამოყენებულია ცეცხლსასროლი იარაღი. მიმდინარეობს გამოძიება“, – განაცხადა თორნიკე გოგებაშვილმა.

თორნიკე გოგებაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის რაგბის კავშირში სამართალდამცველები მუშაობენ მიმდინარეობს თანამშრომლების გამოკითხვა. მისივე თქმით, ჯერ დაკავებული არავინ არის, თუმცა, 'ინტერპრესნიუსის ცნობით, გასროლა სავარაუდოდ, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ განახორციელა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაგბის კავშირში სროლის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც შესაბამისად, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

'პოპსპორტის' ინფორმაციით, დაჭრილი რამაზ ხარაზიშვილი თავს ნორმალურად გრძნობს - იგი ახლახან შეიყვანეს საოპერაციოში.

კომენტარები

ბოლო ამბები