Thumbnail

ნურმაგომედოვმა ბრძოლის შემდეგ ვლადიმირ პუტინს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

ალ იაკვინტასთან მოგებული ბრძოლის შემდეგ, მსუბუქი წონის ახალმა ჩემპიონმა - ხაბიბ ნურმაგომედოვმა - ვლადიმერ პუტინს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ხაბიბ ნურმაგომედოვი
"ჩვენი უფროსი ძმა, ჩვენი კლუბის თანამფლობელი - ზიავუდინ მაგომედოვი ახლა რთულ სიტუაციაშია. ის ძალიან გვეხმარებოდა მეც და სხვა მებრძოლებსაც რუსეთიდან. ახლა მას პრობლემები აქვს, მაგრამ მინდა ვუთხრა, რომ მე და სხვა ათლეტები ვლოცულობთ მისთვის.

მაგრამ მჯერა, რომ სიტუაცია მალე გამოსწორდება და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ნაციონალური ლიდერი - ვლადიმირ პუტინი მას დაეხმარება. აქვე, მინდა ქვეყნის პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვება მივულოცო.

ზიავუდინ გაჯიევიჩ, ჩვენ შენთან ვართ!

ნურმაგომედოვი v იაკვინტა

მაგომედოვი 31 მარტს დააკავეს, ბიზნესმენს 2 მილიარდი რუბლის ($35 მილიონი) გაფლანგვა ედება ბრალად. თუ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, მებრძოლთა კლუბის "არწივების" თანამფლობელს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დაღესტნელმა მებრძოლმა მადლობა მამას, მწვრთნელს - ხავიერ მენდესს და საკუთარ გუნდს გადაუხადა. "ვის ჰყავს ჩემნაირი გუნდი? არავის! ამიტომ ვიგებ." განაცხადა ნურმაგომედოვმა.

 

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები