Thumbnail

ისევ მარცხი! ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯისთან მე-3 ბრძოლა დათმო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტოჩინოშინმა ბრძოლა იორიკირით წააგო
  • ლევან გორგაძეს აკი ბაშოზე 3 მარცხი დაუგროვდა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე საშემოდგომო სუპერტურნირზე მესამე ბრძოლა დათმო.

ლევანის მეტოქე მე-5 მაეგაშირა ტაკარაფუჯი იყო, რომელმაც ქართველს ძალიან მარტივად მოუგო და აკი ბაშოზე რიგით მესამე გამარჯვება იზეიმა. ლევანმა სცადა მეტოქის წაქცევა, თუმცა ტაკარაფუჯი ტოჩინოშინს კარგად მიაწვა და იორიკირით დოჰიოდან 1 წამში გადაიყვანა.

ტოჩინოშინს აკი ბაშოზე 1 მოგება და 3 მარცხი აქვს. მისი მომდევნო მეტოქე მე-5 საჭიდაო დღეს ტაკაიასუ იქნება, რომელიც რანგით მე-6 მაეგაშირაა.

კომენტარები

ბოლო ამბები