Thumbnail

'მუხლის დაზიანების გვეშინოდა' - გენტის მწვრთნელმა ჩაკვეტაძის ტრავმაზე ისაუბრა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

გენტის მთავარმა მწვრთელმა ვინ დე დეკერმა ვენის რაპიდთან ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გამარჯვების შემდეგ (2:1) გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმაზე კომენტარი გააკეთა.

ქართველმა ფეხბურთელმა ავსტრიულ გუნდთან 57-ე წუთზე შესანიშნავი დრიბლინგით პენალტი გამოიმუშავა, მაგრამ იმავე ეპიზოდში დაშავდა და შესაცვლელი გახდა. გიორგიმ მოედანი მხოლოდ სამედიცინო შტაბის წარმომადგენლების დახმარებით დატოვა. დე დეკერის განცხადებით, ზუსტი დიაგნოზი გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი.

📺 ჩაკვეტაძის ტრავმის ეპიზოდი

"პენალტის ეპიზოდის შემდეგ მუხლის ტრავმაზე ვშიშობდით. ეს, ალბათ, წვივის კუნთის დაზიანებაა, მაგრამ ჯერ ყველაფერი გასარკვევია. საბოლოო დიაგნოზს დაველოდოთ", - აღნიშნა დე დეკერმა.

გენტმა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გასვლა მოახერხა, სადაც 23 და 29 სექტემბერს, კიევის დინამოს შეხვდება. ჩაკვეტაძეს ტრავმების გამო თითქმის წელიწადნახევარი გაუცდა და ბოლო დროს ფორმაში შედიოდა, ჯერჯერობით უცნობია, რა პერიოდის გამოტოვება მოუწევს 21 წლის ქართველ ფეხბურთელს.

კომენტარები

ბოლო ამბები