Thumbnail
  • გენტი 2:1 რაპიდი | ჩაკვეტაძე მე-60 წუთზე გამოცვალეს
  • ჯერჯერობით, უცნობია, რამდენად მძიმეა გიორგის ტრავმა

ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო წრეში გიორგი ჩაკვეტაძის გენტმა 2:1 დაამარცხა ავსტრიული რაპიდი და პლეი ოფში გავიდა. მეორე გოლი ქართველი ლეგიონერის წყალობით გავიდა, რომლის დრიბლინგით საჯარიმოში აკრძალული წესით შეაჩერეს, ამას კი გენტის პენალტი მოყვა. სამწუხაროდ, ამ ეპიზოდში გიორგიმ ტრავმა მიიღო და მე-60 წუთზე თანაგუნდელების დახმარებით დატოვა მოედანი.~

📺 ჩაკვეტაძის ტრავმის ეპიზოდი

VoetbalPrimeur.be მატჩის მიმოხილვაში ჩაკვეტაძის ტრავმასაც გამოეხმაურა: "ჯონათან დევიდის წასვლის შემდეგ, გენტს გიორგი ჩაკვეტაძემ უნდა ულიდეროს და კანადელის არყოფნა დაავიწყოს. ვენის რაპიდთან ჩაკვეტაძეს ძალიან კარგად არ უთამაშია, მაგრამ გენტს პენალტი მოუპოვა. 
ამ ეპიზოდისას, ჩაკვეტაძე დაშავდა და კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ის "შუშის კაცია". კიევის დინამოსთან მატჩი შორს არ არის, გენტმა დიდი სანთელი უნდა დაანთოს, იქნებ, ჩაკვეტაძე უკრაინელებთან მატჩისთვის მწყობრში იყოს.

ჩაკვეტაძის ტრავმის ეპიზოდი

ჩაკვეტაძის ტრავმის ეპიზოდი

ჩაკვეტაძის ტრავმის ეპიზოდი

ჩაკვეტაძის ტრავმის ეპიზოდი

ჩაკვეტაძის ტრავმის ეპიზოდი

ჩაკვეტაძის ტრავმის ეპიზოდი

ჩაკვეტაძის ტრავმის ეპიზოდი

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს მუხლის ტრავმის გამო ძალიან ბევრი გაუცდა, 8 ოქტომბერს კი საქართველოს ნაკრებს ბელარუსთან უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის - ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალი.  

კომენტარები

ბოლო ამბები