Thumbnail
  • ბარსელონას სპორტული დირექტორის რამონ პლანესის კომენტარი
  • კლუბი ლუის სუარესისა და არტურო ვიდალის გასხვისებაზე მუშაობს

ბარსელონას ლუის სუარესი და არტურო ვიდალი დატოვებენ. ორივე ფეხბურთელის გასხვისებაზე კლუბი რომ მუშაობს, სპორტულმა დირექტორმა რამონ პლანესმა მირალემ პიანიჩის პრეზენტაციაზე დაადასტურა.

"სუარესი ბოლო წლებში ბარსელონას მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც ბევრი რამ მოგვცეს. სეზონის ბოლოს მომხდარის გამო, ცვლილებების პროცესში ვართ და ვმუშაობთ. სატრანსფერო ბაზარი 5 ოქტომბერს იხურება და მანამდე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.რაც შეეხება ვიდალს, არტუროს გუნდიდან წასვლის ეტაპზე ვართ. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი მას ბარსაში გატარებული 2 წლისთვის", - თქვა პლანესმა.

ლუის სუარესი ბარსელონას ღირსებას 2014 წლიდან იცავს და 283 შეხვედრაში 198 გოლი გაიტანა. ურუგვაელს აქამდე ყველაზე აქტიურად იუვენტუსს უკავშირებდნენ, მაგრამ ბოლო ცნობებით, იტალიელებმა არჩევანი ედინ ჯეკოზე შეაჩერეს, რადგან სუარესის ტრანსფერი ძალიან გაჭინაურდა. არტურო ვიდალმა კი ბარსაში ბოლო ორი სეზონი გაატარა (96 თამაში, 11 გოლი) და მილანის ინტერში მისი ტრანსფერი გადაწყვეტილია. ჩილელს იტალიაში უახლოეს ხანში ელოდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები