Thumbnail

'გასახდელში უცხოპლანეტელთან' - პიანიჩმა ბარსაში ინიესტას ნომერი აიღო

  • ბარსელონამ 30 წლის ბოსნიელი ნახევარმცველი ოფიციალურად წარადგინა
  • ფეხბურთელი კატალონიური კლუბის ღირსებას 8-ნომრიანი მაისურით დაიცავს

ბარსელონამ გუნდის ახალწვეულის, მირალემ პიანიაჩს ოფიციალური პრეზენტაცია გამართა. ბოსნიელი ნახევარმცველი კატალონიური კლუბის ღირსებას 8-ნომრიანი მაისურით დაიცავს. 

აღსანიშნავია, რომმ გასულ სეზონში ეს ნომერი არტურ მელოს ეკუთვნოდა, რომელიც იუვენტუსში გადავიდა. უფრო ადრე კი მაისურაზე "8"-იანი კლუბის ლეგენდა ანდრეს ინიესტას ეწერა.

"ამ მაისურაზე ბავშვები ოცნებობენ და პატარაობაში ამას ვერც წარმოვიდგენდი. ბოლო წლებში ბარსას ფეხბურთი ყველას ანცვიფრებდა. ვნახოთ, რა იქნება მომავალში, თუმცა წარსულის გამეორება ძნელი იქნება. 

ორი დღის წინ შევხვდი მესის. მითამაშია ისეთ დიდ ფეხბურთელებთან, როგორიც კრიშტიანო რონალდო და ფრანჩესკო ტოტია. გამიმართლა, რომ ისინი ჩემთვის მაგალითის მომცემნი იყვნენ. დღეს უკვე გასახდელს უცხოპლანეტელთან ვიყოფ", - თქვა მირალემმა პრეზენტაციაზე.

ბოსნიერლი ბარსელონას "რვიანი" გახდა

შეგახსენებთ, რომ ბარსელონამ 30 წლის ფეხბურთელი ტურინის იუვენტუსისგან, 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ, გასულ ზაფხულს გადაიბარა, რასაც ბონუსების სახით კიდევ 5 მილიონი შეიძლება დაემატოს. ბოსნიელი, რომელმაც კორონავირუსული ინფექციისგან ცოტა ხნის წინ განიკურნა, ახალ გუნდთან ერთად უკვე ვარჯიშობს.

პიანიჩი რონალდ კუმანის გუნდთან ერთად სეზონისთვის ემზადება

მირალემ პიანიაჩის კონტრაქტი კატალონიურ კლუბთან 2024 წლის ზაფხულამდეა გაფორმებული და მასში პირგასამტეხლო თანხად 400 მილიონი ევროა მითითებული. 

მირალემ პიანიჩი იუვენტუსში 2016 წლიდან გამოდიოდა და მასთან ერთად იტალიის ჩემპიონობა ოთხჯერ, იტალიის თასი კი ორჯერ მოიგო. გასულ სეზონში ნახევარმცველმა იტალიის ჩემპიონატის 30 მატჩში ითამაშა, გაიტანა 3 გოლი და მიითვალა 8 საგოლე პასი. პიანიჩი, რომელიც ბოსნია-ჰერცოგოვინის ნაკრებში 2008 წლიდან გამოდის, ასევე იცავდა რომას, ლიონისა და მეცის ღირსებას.

კომენტარები

ბოლო ამბები