Thumbnail

კრისტოფ მეტცელდერმა ბავშვების პორნოგრაფიის გავრცელება აღიარა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ცნობილმა გერმანელმა ექს-ფეხბურთელმა დანაშაული აღიარა
  • საქმე ბავშვების პორნოგრაფიის გავრცელებას ეხება

შოკისმომგვრელი ამბავის გავრცელებიდან ერთი წლის შემდეგ, მან დანაშაული აღიარა!

ახლო წარსულში ცნობილმა გერმანელმა ფეხბურთელმა, გერმანიის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ყოფილმა მცველმა კრისტოფ მეტცელდერმა ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებული ბრალდებები აღიარა. ამის შესახებ დიუსელდორფის სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი. 39 წლის მეტცელდერზე ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებისთვის საქმე ერთი წლის წინ, სექტემბრის დასაწყისში აღიძრა.

მეტცელდერი შარშან დააკავეს

გამოძიებამ კრისტოფ მეტცელდერის სმარტფონში ბავშვებისა და თინეიჯერების პორნოგრაფიული შინაარსის 297 ფაილი აღმოაჩინა. 2019 წლის ზაფხულში მეტცელდერმა 16 ფოტო და ვიდეოფაილი ერთ-ერთ მოწმეს WhatsApp-ში გაუგზავნა. ასევე, კიდევ ერთ მოწმეს მან ბავშვთა პორნოგრაფიის შემცველი ფოტო გაუგზავნა. ორივე მოწმე ქალბატონია - ერთი ჰამბურგიდან, მეორე მიუნსტერლანდიდან.

სამართალდამცავებმა მეტცელდერი შარშან ჰენეფის ცნობილ სპორტულ სკოლაში აიყვანეს. დორტმუნდის ბორუსიას და მადრიდის რეალის ყოფილ ვარსკვლავი და მისი ადვოკატები განცხადების გაკეთებისგან თავს იკავებენ.

კრისტოფ მეტცელდერი საფეხბურთო სამყარომ 2000-იანი წლების დასაწყისში, დორტმუნდის ბორუსიადან გაიცნო, სადაც მან 7 წელი ითამაშა და 126 მატჩი ჩაატარა. 2007-დან 2010 წლამდე მეტცელდერი მადრიდის რეალის ფეხბურთელი იყო, მერე კი შალკეში ითამაშა. გერმანიის ეროვნულ ნაკრებში მას 47 თამაში აქვს ჩატარებული.

 

კომენტარები

ბოლო ამბები