Thumbnail
  • კილიან მბაპეს სურს, რომ პსჟ მომავალ წელს დატოვოს
  • ფრანგის სახელს მადრიდის რეალს უკავშირებენ

კილიან მბაპემ პარი სენ-ჟერმენის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ მომავალ ზაფხულ კლუბის დატოვება და კარიერის სხვაგან გაგრძელება სურს.

21 წლის ფეხბურთელის დამატება ევროპის მასშტაბით რამდენიმე გრანდს უნდა. ყველაზე მეტად ფრანგის სახელს მადრიდის რეალს უკავშირებენ. “სამეფო კლუბს” კილიანის დამატება უნდა, თუმცა პსჟ ბევრს ითხოვს.

'მარკას' გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლიგა 1-ის ჩემპიონები აპირებენ, მბაპეს გაყიდვის შემთხვევაში 300 მილიონ ევროზე მეტი აიღონ. ამ თანხის გადახდა დღევანდელ სიტუაციაში არცერთ კლუბს არ შეუძლია.

ახალგაზრდა ფეხბურთელს პარიზულ გუნდთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. თუ პსჟ თანხას არ დააკლებს, რთულად წარმოსადგენია, კილიანი მომავალ ზაფხულს ვინმემ იყიდოს.

მადრიდული კლუბი აპირებს, პარი სენ-ჟერმენს 2021 წლის ზაფხულში მბაპეში 100 მილიონი შესთავაზოს, თუ მოლაპარაკებები არ გამოვა, მაშინ ესპანური კლუბი ეცდება, ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტი შეათანხმოს და იგი 2022 წელს სრულიად უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატოს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები