Thumbnail

ინგლისიდან საქართველომდე - ევროპის უძვირფასესი საფეხბურთო ლიგები

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • Transfermarkt-მა ევროპის უძვირფასესი საფეხბურთო ლიგების რეიტინგი განაახლა
  • ინგლისის პრემიერლიგის ფეხბურთელების ჯამური ფასი 8,5 მილიარდი ევროა
  • ეროვნული ლიგა სომხეთის ჩემპიონატზე ძვირია და აზერბაიჯანისაზე იაფი

პორტალმა Transfermarkt-მა ევროპის უძვირფასესი საფეხბურთო ლიგების რეიტინგი განაახლა. ათეულს ინგლისის პრემიერლიგა ლიდერობს, რომლის 20 კლუბის ფეხბურთელთა ჯამური სატრანსფერო ღირებულება 8,5 მილიარდ ევროს შეადგენს. 

მეორე ადგილზე ესპანური ლა ლიგაა (5,2 მილიარდი ევრო), მესამზე კი იტალიური სერია A (5 მლრდ). შემდეგ მოდიან გერმანული ბუნდესლიგა (4,3 მლრდ) და ფრანგული ლიგა 1 (3.2 მლრდ).

ათეულში ამ თანმიმდევრობით ასევე მოხვდნენ პორტუგალის, რუსეთის, ნიდერლანდების, ბელგიისა და თურქეთის ელიტური ლიგებიც.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ლიგას, რომლის 10 კლუბის 241 ფეხბურთელის ჯამურ ფასად Transfermarkt 39.2 მილიონ ევროს ასახელებს, რეიტინგში 34-ე ადგილს იკავებს.

საქართველოს ეროვნულ ლიგაზე ძვირად ფასდება და რეიტინგში უფრო მაღალ ადგილს იკავებენ: აზერბაიჯანის (8 კლუბი, 52,6 მლნ), ბოსნია-ჰერცოგოვინისა (12 კლუბი, 54,4 მლნ) და სლოვენიის (10 კლუბი, 59,6 მლნ) ჩემპიონატები, დაბლა კი სომხეთის პირველობაა (10 კლუბი, 37,3).

კომენტარები

ბოლო ამბები