Thumbnail
  • ფორბსმა მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
  • ტოპ-სამეული უცვლელია, რეკლამებიდან რონალდო მესიზე მეტს იღებს

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების რეიტინგში მოწინავე სამეული წლებია, უცვლელია. ‘ფორბსმა’ TOP 10 გამოაქვეყნა და სიას ისევ ლიონელ მესი ლიდერობს, რომლის წლიური შემოსავალი 126 მილიონი დოლარია. მეორე ადგილზე კრიშტიანო რონალდოა - 117 მილიონი დოლარით.

აღსანიშნავია, რომ CR7-ს სარეკლამო შემოსავალი მესიზე მეტი აქვს. სამაგიეროდ, არგენტინელს ხელფასი აქვს გაცილებით მაღალი. მესამე ადგილზე კი ნეიმარია - 96 მილიონი დოლარით.

მეოთხე ადგილიდან სუპერვარსკვლავების შემოსავალი მკვეთრად ეცემა. ნეიმარის შემდეგ პარი სენ-ჟერმენის მეორე ლიდერი კილიან მბაპე მოდის, რომელსაც ნეიმარზე ორჯერ ნაკლები შემოსავალი აქვს. აღსანიშნავია, რომ რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), რომელმაც გრანდიოზული სეზონი ჩაატარა, მესიზე დაახლოებით 100 მილიონი დოლარით ნაკლებს იღებს…

მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების TOP 10

(ხელფასი + სარეკლამო შემოსავალი = ჯამი; დოლარებში)

1. ლიონელ მესი (ბარსელონა) 92 + 34 = 126
2. კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი) 70 + 47 = 117 
3. ნეიმარი (პარი სენ-ჟერმენი) 78 + 18 = 96 
4. კილიან მბაპე (პარი სენ-ჟერმენი) 28 + 14 = 42 
5. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) 24 + 13 = 37 
6. პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნაიტედი) 28 +  6 = 34 
7. ანტუან გრიზმანი (ბარსელონა) 28 +  5 = 33
8. გარეთ ბეილი (რეალ მადრიდი) 23 +  6 = 29 
9. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) 24 +  4 = 28
10. დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი) 24 + 3 = 27

კომენტარები

ბოლო ამბები