Thumbnail

ურთულესი ბრძოლა - ტოჩინოშინის პირველი გამარჯვება აკი ბაშოზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლევან გორგაძემ ბრძოლა ოშიდაშით მოიგო
  • მან შემდგომის ბაშოზე პირველი მოგება მოიპოვა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე საშემოდგომო სუპერტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა.

ლევანის მეტოქე აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა იუტაკაიამა იყო, რომელსაც ქართველმა სუმოისტმა ოშიდაშის ილეთით აჯობა. ბრძოლისას იუტაკაიამა გორგაძეს რამდენჯერმე დაუსხლტა, თუმცა ლევანმა გამარჯვება მაინც მოიპოვა.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე მე-4 საჭიდაო დღეს ტაკარაფუჯი იქნება, რომელიც რანგით მე-5 მაეგაშირაა. აკი ბაშოს ჯერჯერობით 5 წაუგებელი სუმოისტი შემორჩა.

📺 ტოჩინოშინი V იუტაკაიამა

კომენტარები

ბოლო ამბები