Thumbnail
  • US Open-ის შემდეგ, ენდი მარი როლან გაროსზეც ითამაშებს
  • ყოფილმა პირველმა ჩოგანმა უაილდ ქარდი მიიღო

დიდი სლემის ტურნირების 3-გზის გამარჯვებულმა ენდი მარიმ, ზუსტად ისე, როგორც ამერიკის ღია პირველობაზე, როლან გაროსისთვისაც უაილდ ქარდი მიიღო.

საფრანგეთის ღია პირველობა წელს კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო და 27 სექტემბერს იწყებს. ტურნირის ორგანიზატორებმა მარის ასპარეზობა ოფიციალურად დაადასტურეს.

2016 წელს ენდი მარი როლან გაროსის ფინალში იყო

შეგახსენებთ, რომ ენდი მარის 2019 წელს ტრავმების გამო კარიერა დასრულებული ჰქონდა. US Open-ზე მან იაპონელი იოშიტო ნიშიოკა 5-სეტიან დრამატულ მატჩში დაამარცხა და მეორე წრეში გავიდა, სადაც კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმთან წააგო. ყოფილი პირველი ჩოგანი მსოფლიოს რეიტინგში ახლა 110-ე ადგილზეა.

შოტლანდიელს ორჯერ უიმბლდონი (2013, 2016) და ერთხელ ამერიკის ღია პირველობა (2012) აქვს მოგებული. როლან გაროსზე მისი საუკეთესო შედეგი ფინალში გასვლაა, რაც 2016 წელს მოახერხა. ავსტრალიის ფინალში ენდიმ 5-ჯერ ითამაშა - 2010, 2011, 2013, 2015 და 2016 წლებში.

კომენტარები

ბოლო ამბები