Thumbnail

54 წლის ფეხბურთელი მონღოლეთის ჩემპიონატში - მან ბოლოს გასულ საუკუნეში ითამაშა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ჰანდსურენ ოიუნბილეგმა იაპონელი კაზუიოში მიურას რეკორდი დაამხო
  • მისმა გუნდმა 15-ვე მატჩი წააგო, ბურთების სხვაობა კი 7:82-ზე აქვს

მონღოლეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში სუმიდა გეპრომ ულან ბატორს უმასპინძლა, მატჩი კი იმით იყო გამორჩეული, რომ მასპინძელთა რიგებში 54 წლის (!) ფეხბურთელმა – ჰანდსურენ ოიუნბილეგმა ითამაშა.

ვეტერანი სპორტსმენი მინდორზე 86-ე წუთზე გამოჩნდა და დარჩენილ დროში თავი არ დაუზოგავს. საინტერესო ისაა, რომ მას 1996 წლის შემდეგ არ უთამაშია და კარიერის გაგრძელება 24 წლის თავზე გადაწყვიტა. მისი მონდომების მიუხედავად, სუმიდა გეპრომ თამაში 2:3 წააგო.

ამგვარად, ოიუნბილეგმა იოკოჰამას იაპონელი ფეხბურთელის კაზუიოში მიურას რეკორდი დაამხო, რომელსაც თებერვალში 53 წელი შეუსრულდა.

ვთქვათ ისიც, რომ სუმიდა გეპრო მონღოლეთის ჩემპიონატის აშკარა აუტსაიდერია: 15-დან 15 მარცხი და ბურთების კატასტროფული სხვაობა – 7:82.

კომენტარები

ბოლო ამბები