Thumbnail

ძიუდო | საქართველოს ნაკრებმა ვარჯიში დაიწყო, ტურნირები ოქტომბრიდან განახლდება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები დღეს შეკრებაზე გადავიდა
  • მომავალი თვის ბოლოს ბუდაპეშტის გრანდ სლემია დაგეგმილი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები დღეს შეკრებაზე გადავიდა და ძიუდოს აკადემიაში პირველი ვარჯიში ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მოდებულმა კორონავირუსმა გეგმები ძიუდოისტებსაც აურია და მარტიდან მოყოლებული, არცერთი შეჯიბრი აღარ გამართულა.

ლუხუმ ჩხვიმიანი

სხვა სპორტების მსგავსად, ძიუდოც ახლა იწყებს გამოღვიძებას და თუკი არაფერი შეიცვალა, მალე ტატამიზე საქართველოს ნაკრების წევრებსაც ვიხილავთ.

ამჟამინდელი გეგმის თანახმად, ძიუდოს მსოფლიო ტური ოქტომბრიდან დაგვიბრუნდება. მომავალი თვის ბოლოს ბუდაპეშტის გრანდ სლემი გაიმართება, 8-10 ნოემბერს კი, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება, რომელიც ჯერ კიდევ 1-3 მაისს იყო დაგეგმილი.

ბექა ღვინიაშვილი

მიმდინარე წლის ბოლო ტურნირს იაპონია უმასპინძლებს. ტრადიციული ტოკიოს გრანდ სლემი დეკემბერში ჩატარდება. რაც შეეხება მასტერსს, რომელიც წლის შემაჯამებელი ტურნირია, ყატარის დედაქალაქ დოჰაში, 2021 წლის დასაწყისში გაიმართება.

ძიუდოისტებისთვის ყველა აღნიშნულ ტურნირს დიდი მნიშვნელობა ექნება, რადგანაც მათ 2021 წლის ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიისთვის საჭირო ქულების დაგროვება შეეძლებათ.

კომენტარები

ბოლო ამბები