Thumbnail
  • თორნიკე შენგელია ამჟამად მე-8 ადგილზეა.
  • ხმა მიეცით შენგელიასა და გიორგი შერმადინს.
  • შენგელიას დაფარება ტურის Top 10-ში მოხვდა.

ევროლიგამ სეზონის გუნდებისა და MVP-ის გამოკითხვა დაიწყო ფანებს შორის. ფანებს სასურველი კალათბურთელებისთვის ხმის მიცემა აქ შეუძლიათ.

ხმის მიცემა შესაძლებელია სოციალური მედიის რომელიმე ექაუნთის მეშვეობით (მათ შორის ფეისბუქითაც). დღეში მხოლოდ ერთხელ არის შესაძლებელი ხმის მიცემა. ირჩევთ სასურველ ხუთეულს, მათში MVP-ის და აძლევთ ხმას.

გამოკითხვას 7DAYS აწყობს და ფანების ხმებს 25%-იანი ძალა ექნება, დანარჩენი 75% კი მედიის ხმებზე იქნება დამოკიდებული. ხმის მიცემის პერიოდი 4 მაისს დასრულდება. 

საბოლოოდ შეირჩევა ევროლიგის სეზონის პირველი და მეორე გუნდები, ასევე ტურნირის MVP.

ტურნირის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე გახდება ის, რომელსაც მედიასა და ფანებს შორის ყველაზე მეტი ხმა ექნება. ის და მომდევნო 4 მოთამაშე ევროლიგის სეზონის პირველ გუნდში მოხვდებიან, მომდევნო ხუთი კი - მეორეში.

ქართველ ფანებს შესაძლებლობა აქვთ ხმა გიორგი შერმადინსა (უნიკახა) და თორნიკე შენგელიას (ბასკონია) მისცენ. ამასთან, შენგელია ერთ-ერთი ფავორიტია და კარგი შანსი აქვს, ევროლიგის სეზონის რომელიმე გუნდში მოხვდეს. 

ჯერჯერობით, ფენერბაჰჩეს ვარსკვლავი იან ვესელი ლიდერობს ხმების 10.7%-ით. მეორეზე ნიკ კალათესია, მესამეზე - ლუკა დონჩიჩი. თორნიკე შენგელია 4%-ით ამჟამად მე-8 ადგილზეა. 

ხმა მიეცით შენგელიასა და შერმადინს

***

რეგულარული სეზონის ბოლო ტურის Top 10 მომენტში თორნიკე შენგელიას დაფარება მოხვდა მე-8 ნომრად. ნახეთ ყველა გამორჩეული ეპიზოდი... 

კომენტარები

ბოლო ამბები