Thumbnail

აკი ბაშო | მარცხი 62 კგ-ით მსუბუქ მეტოქესთან - ტოჩინოშინი დოჰიოდან გაიყვანეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველ სუმოისტს მეტოქე დოჰიოს კიდესთან ჰყავდა, თუმცა, მაინც წააგო
  • ტოჩინოშინი პირველი გამარჯვების მოპოვებას იუტაკაიამასთან ეცდება

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე საშემოდგომო სუპერტურნირის სტარტზე ზედიზედ მე-2 მარცხი განიცადა.

ტოჩინოშინმა, რომელიც აკი ბაშოს დასავლეთის მე-4 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, გუშინ, აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირა კირიბაიამასთან წააგო, დღეს კი, დასავლეთის მე-3 მაეგაშირა ტერუცუიოშის გაეჯიბრა და ისევ იორიკირით დამარცხდა.

ტოჩინოშინი, რომელიც 176 კგ-ს იწონის, თავისზე 62 კგ-ით (!) მსუბუქ მეტოქეს შეერკინა და თითქოს დოჰიოს კიდესთანაც ჰყავდა მიმწყვდეული, თუმცა, იაპონელმა სუმოისტმა სისხარტე გამოავლინა, რთული სიტუაციიდან თავი დაიძვრინა და ქართველი ტავარას მიღმა გაიყვანა.

ცნობილია, რომ სექტემბრის სუპერტურნირის მე-3 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა იუტაკაიამა იქნება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 3:0-ს უგებს.

📺 ტოჩინოშინი V ტერუცუიოში

კომენტარები

ბოლო ამბები