Thumbnail

ტრანსფერი | გოდინის ინტერიდან წასვლა გადაწყდა - ურუგვაელი იტალიაში დარჩება

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • დიეგო გოდინი ინტერიდან კალიარიში გადადის
  • მხარეები ყველა დეტალზე შეთანხმდნენ
  • ტრანსფერის ძირითადი მიზეზი გოდინის დიდი ხელფასია

იტალიური პრესა დიდი ხანია წერდა, რომ ინტერი დიეგო გოდინის გაყიდვას განიხილავდა. ურუგვაელი ვეტერანი კონტეს სამმცველიან ტაქტიკას ვერ მოერგო და სეზონის მეორე ნახევარში ძირითადში ადგილი დაკარგა. 

გოდინმა ახალი კლუბი მალევე იპოვა. ვეტერანის თავის რიგებში ხილვა სარდინიულმა კალიარიმ მოისურვა. შეთანხმება მხარეებს შორის შედგა და დიეგო გოდინი კალიარის შეუერთდება. ინტერი ამ ტრანსფერის სანაცვლოდ თანხას ვერ მიიღებს - მილანელებმა ურუგვაელი უფასოდ გაუშვეს. თუმცა ინტერის ბიუჯეტი გოდინის 5.5-მილიონიანი ხელფასისგან გათავისუფლდა.

მისი გაშვების ძირითადი მოტივაციაც ფინანსები იყო. ინტერს, რომელსაც ახალი ფეხბურთელებისთვის ფული სჭირდება, არ უღირდა, რომ სათადარიგო მოთამაშისთვის ამხელა ხელფასი ეხადა. ახლა კი ეს სახელფასო თანხა სხვა მოთამაშეებისთვის გამოთავისუფლდება.

კომენტარები

ბოლო ამბები