Thumbnail

US OPEN | დომინიკ ტიმმა ისტორია დაწერა! ეპიკური ფინალი და ახალი ჩემპიონი

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა

აშშ-ის ღია პირველობის ფინალმა გულშემატკივრის მოლოდინი სრულად გაამართლა და ეს იმის მიუხედავად, რომ მასში მონაწილეობა 'დიდი სამეულის' (ფედერერი, ნადალი, ჯოკოვიჩი) არცერთ წევრს არ მიუღია. დომინიკის ტიმის და ალექსანდერ ზვერევის ფინალი დიდი სლემების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გამოდგა. ორივე ეს მოთამაშე იმ ახალგაზრდა ჩოგბურთელების კატეგორიაში შედის, რომლებმაც უახლოეს წლებში ამ სპორტში დომინანტური პოზიციები უნდა დაიკავონ.

პირველი ორი სეტი ზვერევმა ფავორიტ ტიმს, მოულოდნელად, იოლად მოუგო. მატჩის სცენარი მესამე სეტის დასაწყისიდან შეიცვალა, როდესაც მორიგი დაკარგული ჩაწოდების შემდეგ, ტიმმა თამაში გარდატეხა შეიტანა, ის სეტიც მოიგო და მეოთხე სეტში გამარჯვების შემდეგ თამაში გადამწყვეტ, მეხუთე სეტამდე მიიყვანა.

მეხუთე სეტი ეპიკური გამოვიდა. მოთამაშეებმა სამ-სამჯერ დაკარგეს თავისი ჩაწოდება. სეტის დასაწყისშივე გაცვლილი ბრეიკების შემდეგ 5:3-ზე ზვერევს საჩემპიონო მოწოდება ჰქონდა, რომელიც დათმო. ტიმმა ზედიზედ სამი ქულა მოიგო და 6:5-ზე უკვე მან დათმო თავის მოწოდებაზე საჩემპიონო ქულა. თამაში ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც 6:5-ზე ტიმმა კიდევ ერთხელ დათმო საჩემპიონო მოწოდება, თუმცა შემდეგ ზედიზედ ორი გათამაშება მოიგო და საბოლოოდ ტაი-ბრეიკზე 8:6.

ზვერევმა უფრო მეტი ეისი შეასრულა (15:8), მეტი გათამაშება მოიგო და ნაკლები შეცდომაც დაუშვა, თუმცა ძალიან ბევრი (15) ორმაგი შეცდომა ჰქონდა თავის მოწოდებაზე. ორივე ჩოგბურთელი ღელავდა და მეტოქეს ბევრ შანსებს აძლევდა. ზვერევს 18 ბრეკ-პოინტი ჰქონდა, ტიმმს კი -13.

ზედიზედ სამი წაგებული დიდი სლემის ფინალის შემდეგ, დომინიკ ტიმმა პირველი სლემი მოიპოვა და ჩოგბურთის თანამედროვე ისტორიაში ის ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც ამერიკის ღია პირველობის ფინალი სეტებში 0:2-ის შემდეგ მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები