Thumbnail
  • დენვერ ნაგეთსი 111:98 ლოს ანჯელეს კლიპერსი
  • ნიკოლა იოკიჩი შეუჩერებელი იყო

დენვერ ნაგეთსმა მართლაც შეძლო და ლოს ანჯელეს კლიპერსს სერიაში ანგარიში გაუთანაბრა! NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერიის მეექვსე მატჩში ნიკოლა იოკიჩმა და კომპანიამ კავაი ლეონარდის გუნდი 111:98 დაამარცხა - მიუხედავად იმისა, რომ იყო მომენტი, როცა 19 ქულასაც კი აგებდა…

იოკიჩი უბრალოდ შეუდარებელი გახლდათ - 34 ქულა, 14 მოხსნა, 7 პასი და ის უბრალოდ ყველგან იყო. შესანიშნავად ითამაშა ჯამალ მარიმაც (21 ქულა), ასევე კარგი იყო მაიკლ პორტერ უმცროსი (13) და გარი ჰარისიც (16).

კლიპერსიდან ყველაზე მეტი პოლ ჯორჯმა ჩააგდო (33 ქულა). კავაი ლეონარდს 25 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა). მათ გარდა 10 ქულას მხოლოდ ლუ უილიამსი (14) და ჯამაიკლ გრინი (11) გადაცდნენ.

ნაგეთსისა და კლიპერსის მეშვიდე, გადამწყვეტი დუელი 16 სექტემბერს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები