Thumbnail

როგორც მოსალოდნელი იყო, ჰიუსტონ როკეტსმა ახალი მწვრთნელი უნდა მოძებნოს.

ESPN-ის ინფორმაციით, NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში ლოს ანჯელეს ლეიკერსთან მარცხის შემდეგ მაიკ დ’ანტონიმ გადაწყვიტა, ჰიუსტონში 4-წლიანი მოღვაწეობა დაასრულოს. შეგახსენებთ, რომ როკეტსი ლეიკერსთან 1:4 დამარცხდა. არადა, მატჩის შემდეგ როკეტსის ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა მას კლუბში დარჩენისკენ მოუწოდა.

“რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა! მაიკს აქ დაუჯერებელი რაღაცები აქვს გაკეთებული,” - ამბობდა ჰარდენი.

მაიკ დ'ანტონი ჰიუსტონ როკეტსიდან მიდის

ჰიუსტონმა დ’ანტონის ერაში 217 თამაში მოიგო და 102 მარცხი იწვნია. პლეი ოფში როკეტსი სამჯერ გავიდა მეორე წრეში და ერთხელ დასავლეთ კონფერენციის ფინალშიც ითამაშა. ბოლო 4 წელიწადში ჰიუსტონ როკეტსზე მეტი თამაში პლეი ოფში მხოლოდ გოლდენ სტეიტ უორიორსს, ბოსტონ სელტიკსს და ტორონტო რეპტორსს აქვთ მოგებული.

იტალიური წარმოშობის ამერიკელის კონტრაქტს ვადა სეზონის ბოლოს გაუვიდა. დ’ანტონის ფილადელფია სიქსერსსა და ინდიანა პეისერსში მოიაზრებენ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები