Thumbnail
  • გიორგი აბურჯანია ესპანეთში ბრუნდება
  • ტვენტეს ტექნიკური დირექტორის კომენტარი

გიორგი აბურჯანიას ესპანეთში დაბრუნება თითქმის გადაწყვეტილია. ესპანური მედია 25 წლის ქართველი ფეხბურთელის რეალ ოვიედოში გადაბარგებაზე უკვე ორი დღეა აქტიურად წერს.

აბურჯანიას ტვენტესთან საიჯარო კონტრაქტი კიდევ ერთი წელი აკავშირებს, მაგრამ მას კლუბის დატოვება უწევს, რადგან ესხედელების ბიუჯეტს არაევროკავშირელი ქვეყნის წარმომადგენლის ხელფასი მძიმედ აწვება.

გიორგის გუნდიდან გაშვება რომ ძალიან უნდათ, ტვენტეს ტექნიკურმა დირექტორმა იან სტრეუერმა Tubantia-სთან საუბარშიც დაადასტურა:

"თუ ის წავა, ეს ჩვენთვის შვება იქნება. ჯერ კიდევ ვეძებთ შემტევ ნახევარმცველს და ეს ტრანსფერი გარკვეულწილად გაადვილებს ძებნის პროცესს".

გიორგი აბურჯანიას სატრანსფერო უფლებები სევილიას ეკუთვნის, ამიტომაც, რეალ ოვიედო მის იჯარაზე სწორედ ანდალუზიურ კლუბს ესაუბრება. ქართველი ფეხბურთელი ტვენტეში 2019 წლის ზაფხულიდან თამაშობს და გასულ სეზონში 19 თამაშში თავი 2 გოლით გამოიჩინა. მას ესპანეთში ტარაგონას ხიმნასტიკსა და ლუგოში უთამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები