- ქართველი ცენტრის გუნდის სუპერთასის ნახევარფინალში 79:92 დამარცხდა
- გიორგი შერმადინის მონაგარი 9 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი იყო
ესპანეთის საკალათბურთო სუპერთასის ფინალში ტიტულისთვის ბარსელონა და რეალი იბრძოლებენ. ეს, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც კატალონიელებმა თორნიკე შენგელიას ყოფილი გუნდი ბასკონია 72:68 დაამარცხეს, კასტილიელებმა კი გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფეს 92:79 მოუგეს.
საქართველოს ნაკრების ცენტრმა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 16:55 წუთში 9 ქულა, 7 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 პასი მოაგროვა. შერმადინმა 5-დან 1 ორქულიანი და 10-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.
სარგებლიანობის კოეფიციენტის (12) მიხედვით, ქართველი ლეგიონერი მხოლოდ ბრუნო ფიტიპალდოსა (15) და მარსელინიო უერტასს (17) ჩამორჩა. ურუგვაელმა კალათბურთელმა 15 ქულა მოაგროვა, ბრაზილიელმა კი – 17.
სუპერთასის ფინალი დღეს გაიმართება, ტენერიფე კი ესპანური ლიგა ენდესას სასტარტო მატჩს 20 სექტემბერს სარაგოსასთან ჩაატარებს. 19-ში ბექა ბურჯანაძის გრან კანარია ბილბაო ბასკეტს უმასპინძლებს.
კომენტარები