Thumbnail
  • ტოკიოში სტარტი სუმოისტთა მორიგი შეჯიბრმა - აკი ბაშომ აიღო
  • ტოჩინოშინმა პირველ ორთაბრძოლაში კირიბაიამასთან წააგო

ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” სტარტი აიღო შემოდგომის სუპერტურნირმა სუმოში, რომელშიც ბოლოდროინდელი ტრადიციის თანახმად, მხოლოდ 1 ქართველი – ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი ჩაერთო, გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი კი, ტრავმის გამო, ამ შეჯიბრსაც გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ ივლისის ბაშოზე ტოჩინოშინმა 15-დან 10 ორთაბრძოლა მოიგო და დასავლეთის მე-4 მაეგაშირას წოდებამდე აღზევდა. დღეს, მისი მეტოქე აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირა კირიბაიამა გახლდათ, რომელიც ჩვენებურს ერთხელ უკვე დამარცხებული ჰყავდა, ამჯერად კი, წარმატებას მეტოქემ მიაღწია. მონღოლმა სეკიტორმა ჩვენებურს ფეხი დაუდო, წონასწორობა დააკარგვინა და დოჰიოდან იორიკირით გაიყვანა.

აკი ბაშოს მე-2 დღეს ქართველი სუმოისტის მეტოქე დასავლეთის მე-3 მაეგაშირა ტერუცუოში იქნება, რომელთანაც ტოჩინოშინს მიმდინარე წლის მარტოს სუპერტურნირზე შიტატენაგეთი აქვს წაგებული.

შეგახსენებთ, რომ სექტემბრის შეჯიბრზე არც ერთი დიდი ჩემპიონი არ იქნება. მიზეზი ისაა, რომ ჰაკუჰოსა და კაკურიუს ტრავმები აქვთ. ბაშოს ფავორიტებად ოძეკები ასანოიამა და ტაკაკეიშო, სეკივაკე მიტაკეუმი და პირველი მაეგაშირა ტერუნოფუჯი მოიაზრებიან, რომელმაც გასული – ივლისის ტურნირი მოიგო.

📺 ტოჩინოშინი V კირიბაიამა

კომენტარები

ბოლო ამბები