Thumbnail

'ასეთი თამაშით ჩემპიონობაზე ვერ ვიფიქრებთ' - ვინ რა თქვა მთავარი მატჩის შემდეგ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • დინამო თბილისმა დინამო ბათუმი უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში დაამარცხა
  • გეგუჩაძემ და ჩისკომ ლიდერთა დაპირისპირება შეაფასეს

ეროვნული ლიგის მე-11 ტურში სეზონის ერთ-ერთი მთავარი დაპირისპირება გაიმართა - ვიცე-ჩემპიონმა დინამო ბათუმმა საქართველოს ჩემპიონ დინამო თბილისს ქუთაისში უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.

თბილისური და ბათუმური კლუბის მთავარმა მწვრთნელებმა შეხვედრა შეაფასეს და მეტოქეთა შესახებ ისაუბრეს.

გია გეგუჩაძე (დინამო ბათუმი): "დღეს დინამო თბილისმა გვაჯობა, ჩვენზე უკეთ ითამაშეს და დამსახურებულად მოიგეს. ჩვენ ვერ ვაჩვენეთ ის თამაში, რომლითაც ჩემპიონობაზე შეიძლება ვიფიქროთ. გვაკლია რამდენიმე მოთამაშე, ცხადია, ჯოვინო, ნავალოვსკი, გეგეჭკორი. ყველაფერს დრო გვიჩვენებს. იმედი მაქვს, რომ არსებულ ვითარებას სწორად მივუდგებით და ამ სიტუაციიდან გამოვალთ".

ჩისკო მუნიოსი (დინამო თბილისი): "ძალიან გახარებული ვარ, რადგანაც ბიჭებმა მაქსიმუმი გააკეთეს. ძალიან გავახარეთ ქომაგები და პრეზიდენტი. წინ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის და გამარჯვება უნდა გავაგრძელოთ. უელსურ კლუბთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს, ყველა მატჩი განსახვავებულია, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ამ თამაშისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა მომდევნო ეტაპზე ვითამაშოთ".

კომენტარები

ბოლო ამბები